top of page

"ჭიჭინაძე გამონაკლისი არაა. ბევრს ეგრეხება გლეხობა... იმიტომაც გვეძახიან ტარაკუწებს"-უძილა


სწავლა რომ უყვარდეს, ის გლეხი არ იქნებოდა რა, დამიჯერეთ, სხვა ადგილს მიაგნებდა ამ ცხოვრებაში, – ამ სიტყვებით საპარლამენტო უმრვალესობის დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ აგრარულ საკითხთა კომიტეტის სამუშაო შეხვედრაზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეს, გელა ხანიშვილს მიმართა.

აღნიშნულ განცხადებას "ქართუს" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი უძილაური გამოეხმაურა :

"ჭიჭინაძე გამონაკლისი არაა. ბევრს ეგრეხება გლეხობა, მათ შორის ბევრ გლეხსაც. რათქმაუნდა შეგვიძლია კოლექტიურად დავცინოთ ჭიჭინაძეს, მაგრამ სიმართლეც ხომ ვიცით? :) კომპლექსებით დამძიმებული საზოგადოება ვართ, სოფლის გადარჩენაც გვინდა და გლეხობაც გვეგრეხება :) რუსეთის იმპერიაში თბილისის და ქუთაისის გუბერნიებში უფრო მეტი თავადი და აზნაური იყო, ვიდრე დანარჩენ იმპერიაში :) იმიტომაც გვეძახიან ტარაკუწებს," აღნიშნა უძილაურმა.


ბოლო სიახლეები
bottom of page