შსს-მ გენერალ ქუთათელაძის საქმეზე ერთი პირი დააკავა
- Admin
- 17 janv. 2018
- 1 min de lecture

შსს-მ გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე ერთი პირი დააკავა. დაკავებული ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარების ბრალდებით წყნეთში დააკავეს.
დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ბერეტას სისტემის პისტოლეტი, 2 მჭიდი და 30 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით.
დაკავებული დანაშაულს არ აღიარებს.
Comentários