"საზოგადოება მიიჩნევს, რომ ისტორიაში მხოლოდ სახელით და გვარით შეხვალთ და არა გაბედული საქმეებით
- Admin
- 16 janv. 2018
- 1 min de lecture

"ციხეში არაფრისთვის არ უნდა ჩამსვან, იმიტომ რომ არაფერი დამიშავებია, ამ შანსს არც კი განვიხილავ, ეს მიმაჩნია უხარისხო საარჩევნო კამპანიად,"- ეს განცხადება გიორგი მარგველაშვილმა " არჩევანის" ეთერში განაცხადა.
პრეზიდტმა ასევე განაცხადა, რომ დღეს განცხადებას არ გააკეთებს, მიიღებს თუ არა მონაწილეობას საპრეზიდენტო არჩევნებში.
გიორგი გაბუნიამ პრეზიდენტს უთხრა, რომ საზოგადოება მიიჩნევს, რომ ის გამბედავი არ არის და ისტორიაში არა საქმით არამედ მხოლოდ სახელი და გვარით შევა, რაზეც მარგველაშვილმა ასე უპასუხა :
"ვინ მეტყვის რომ გამბედავი არ ვიყავი, "ევროპული საქართველო", რომელიც მიშას უცხოეთში წასვლის შემდეგ გაემიჯნა "ნაციონალურ მოძრაობას" და ჰგონია დიდი გმირობა ჩაიდინა თუ ვინმე "ქართული ოცნებიდან",- განაცხადა მარგველაშვილმა.
Comments