top of page

"გენერალ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე ჯერ დაკავებული არ გვყავს" - გახარია

  • Photo du rédacteur: Admin
    Admin
  • 17 janv. 2018
  • 1 min de lecture

შს მინისტრის განცხადებით, გენერალ ქუთათელაძის საქმეზე დაკავებული არავინ არაა.

მისი თქმით, საქმეზე ახალ დეტალებს საზოგადოებას შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ჯგუფი ხვალ გააცნობს

.

„შეიქმნა სპეციალური საგამოძიებო ჯგუფი. ეს გახლავთ მაღალი პროფესიული დონის რამდენიმე სპეციალისტი, საკმაოდ დიდი ჯგუფია, რომელიც უკვე გუშინ ჩაერთო გამოძიების პროცესში. საქმეზე გვაქვს საკმაოდ ოპტიმისტური მოლოდინები. დღეის მდგომარეობით შემიძლია გითხრათ, რომ მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები და უახლოეს პერიოდში ველოდებით კონკრეტულ შედეგებს," - აღნიშნა გიორგი გახარიამ.


Comentários


ბოლო სიახლეები
bottom of page