top of page

თურქეთის პოლიცია საიუველირო მაღაზიის ძარცვისთვის საქართველოს მოქალაქეებს ეძებს

  • Photo du rédacteur: Admin
    Admin
  • 17 janv. 2018
  • 1 min de lecture

თურქეთის პოლიცია ყაჩაღურ თავდასხმაში ეჭვმიტანილ ქართველებს ეძებს.

საქართველოს ორი მოქალაქე სტამბოლში მდებარე საიუველირო მაღაზიის ძარცვის ბრალდებით იძებნება. შემთხვევა ესენლარის რაიონში 29 დეკემბერს მოხდა და მას ორი ადამიანი ემსხვერპლა.

ეჭვმიტანილები, რომელთა შორის ერთი ქალი იყო, მაღაზიაში შეიჭრნენ და იარაღის მუქარით ძვირფასეულობის წაღებას ცდილობდნენ, თუმცა მათ იუველირმა წინააღმდეგობა გაუწია, რასაც ორმხრივი სროლა მოჰყვა.

დაპირისპირების შედეგად დაიღუპა მაღაზიის მფლობელი, მეორე გარდაცვლილი კი, საქართველოს მოქალაქე რაიბული აბრალავაა. ასევე მძიმედ დაიჭრა ლევან ბელთახოძე, რომელიც საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ პოლიციამ დააპატიმრა.

გამოძიების ინფორმაციით, ეჭვმიტანილებმა თურქეთში უკანონოდ შეაღწიეს, მაღაზიის მახლობლად სახლი იქირავეს. თავდასხმაში მონაწილე ქალმა და ორმა ეჭვმიტანილმა ადგილიდან მიმალვა მოახერხეს.

საკონსულოს ინფორმაციით, გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქე გადმოსვენებულია.


Comments


ბოლო სიახლეები
bottom of page