"ნიჭიერმა არსებობის მანძილზე ყველაზე დაბალი რეიტინგი დაწერა, რადგან ეს შოუ იყო რუსთავი2-ის ლოგო
- Admin
- 17 oct. 2017
- 1 min de lecture

ნანუკა ჟორჟოლიანის პოსტი სოციალურ ქსელში:
"ნიჭიერმა არსებობის მანძილზე ყველაზე დაბალი რეიტინგი იმიტომ კი არ დაწერა, რომ სტაფში რამე შეიცვალა, რამე ვერ გააკეთეს, რამე დააკლეს. დაწერა იმიტომ რომ ეს შოუ იყო რუსთავი2. ლოგო ამ არხის. მისი ორგანული ნაწილი. ამიტომ ძალიან დიდმა ნაწილმა უბრალოდ აღარ უყურა სხვა არხზე გადაცემას.
მე მიყვარს ნიჭიერი. ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, ძვირფასი ნაწილია, მაგრამ ვერანაირ წარმატებას ვერ ვუსურვებ სხვაგან. არ მიყვარს მოგონილი სოლიდარობა.
რაც არ უნდა გააკეთო რუსთავი 2-ზე ბრჭყვიალებს, და რთულია ამ შედეგის მიღება სხვაგან. ამის მეტი რა ვიცი. ბედნიერი დღე ყველას და გახსენებთ, ხვალ ნანუკას შოუა," - წერს ჟორჟოლიანი.
Comments