"ნაცებმა სცადეს თავიანთი მერყევი მომხრეების დასანახად, კუნთები აეთამაშებინათ " - გაბრიჭიძე
- Admin
- 16 oct. 2017
- 1 min de lecture

ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე "ნაციონალური მოძრაობის" გუშინდელ აქციას სოციალურ ქსელში აფასებს :
"არანაირი აქცია არ ყოფილა. ამ ე.წ. შეკრებას სამი დატვირთვა ჰქონდა: 1. დაეთვალათ რამდენი არიან, რაც არ გამოუვიდათ იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ჩამოყვანილი ტიპებიც ჰყავდათ და ასეთ დროს სიტუაცია ირევა (იმ ჩამოყვანილ-ფულგადახდილებიდან ზოგი ლილოს ბაზრობაზე იპარება, ზოგი ნათესავთან, ზოგი სად და ზოგიც სად) 2. სცადეს თავიანთი მერყევი მომხრეების დასანახად, კუნთები აეთამაშებინათ (ტოჟე მნე ბოდიბილდინგერები :) 3. ნაგროვები ბოღმა და ღვარძლი გადმოანთხიეს და სცადეს ცუდი სუნის დაყენება,"- წერს გაბრიჭიძე.
Comments