top of page

"ეს ბიჭები სტუდენტები არიან, ასეთი თაობა ქვეყანას აძლიერებს"

  • Photo du rédacteur: Admin
    Admin
  • 2 oct. 2017
  • 1 min de lecture

გოგა ჩანადირის პოსტი სოციალურ ქსელში:

"აი, ეს ბიჭები სტუდენტები არიან. განა, სხვები არ არიან სტუდენტები? მაგრამ მათ იმით გამოვარჩევ, რომ ზოგმა წლების, ზოგმაც თვეების წინათ თბილისის დასუფთავებაზე ზრუნვა დაიწყეს. უარი თქვეს ძველ მენტალიტეტზე და სწავლის საფასურისა თუ ბინის ქირის დასაფარად "თბილსერვისში" მუშაობა დაიწყეს. დღეს რომ თბილისი სუფთა ქალაქია, ამ მაგარი ბიჭების დამსახურებაცაა. დღეს რომ მშობლებს ფულის გამო ხელებში არ უყურებენ, ნიშნავს, რომ დამოუკიდებელი ადამიანები არიან. თან სწავლობენ, მუშაობასა და სწავლას ერთმანეთს უხამებენ, რომ არც ერთი დააზარალონ და არც მეორე. ასეთი თაობა ქვეყანას აძლიერებს.

აი, ეს ბიჭები: ნიკა აბჟანდაძე სტუ, ენერგეტიკის ფაკულტეტის სტუდენტი, 21 წლის

გიორგი ჭუჭულაშვილი, სტუ, ენერგეტიკის ფაკულტეტი, 17 წლის

გიორგი ქისტაური სტუ, აგრარული ფაკულტეტი, 21 წლის

ნიკოლოზ კახნიაშვილი გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბიზნესის ადმინისტრირება, 20 წლის

ირაკლი კახნიაშვილი იგივე სასწავლებელი და ფაკულტეტი, 20 წლის

შოთა ბალარჯიშვილი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, ჟურნალისტიკა, 23 წლის

გია თანაკაშვილი სტუ, სამშენებლო ფაკულტეტი, 21 წლის

დიდი მადლობა ბიჭებს. მათ შრომას პატივს ვცემ და ნაგავს ძირს არ ვყრი #ჩავყაროთნაგავი,"- წერს გოგა ჩანადირი.


Comments


ბოლო სიახლეები
bottom of page